დედის დღე საბავშვო ბაღებში
დედის დღესთან დაკავშირებით საბავშვო ბაღში გაიმართა სადღესასწაულო აქტივობა, რომელიც სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვას მიეძღვნა.
აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა დიდი მონდომებითა და სიხარულით შეასრულეს სხვადასხვა შემოქმედებითი დავალება
დაამზადეს ხელნაკეთი ყვავილები, დახატეს თემატური ნახატები და გულწრფელი მილოცვები მიუძღვნეს დედებს. ![]()
![]()
საჩუქრების გადაცემისას განსაკუთრებული ემოციური და თბილი გარემო იგრძნობოდა. მშობლები სიხარულით შეხვდნენ ბავშვების მიერ სიყვარულით შექმნილ ნამუშევრებს, რამაც დღე კიდევ უფრო ლამაზი და დასამახსოვრებელი გახადა.
დედის დღე სიყვარულისა და მზრუნველობის დღესასწაულია, რომლის აღნიშვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში ოჯახური ღირებულებებისა და მადლიერების გრძნობის ჩამოყალიბებისთვის. ![]()