დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოები
ბათუმში დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოები რეგულარულად ხორციელდება. მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით იწამლება მრავალბინიანი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, ასევე იტალიური ეზოები. გარდა ამისა, მიმდინარეობს ნაგავშემკრები კონტეინერების სპეციალური ხსნარით დამუშავება. დეზინსექციის სამუშაოები მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ხორციელდება. ხოლო დერატიზაციის ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად მიმდინარეობს. დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოებს შპს ,,სანდასუფთავება“ ახორციელებს და მოსახლეობისთვის უფასოა. გარდა ამისა, მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ხორციელდება კრაზანებისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო შეწამვლის ღონისძიებები. საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 0422 24 20 00.