logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
15.03.2025

დღეს ბათუმში მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის დახურვა


Image

„დღეს ბათუმში მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული დაიხურა - ქალაქში, რომელიც დინამიკურად ვითარდება და რომლის მთავარი პრიორიტეტი ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნაა.

ძლიერი საზოგადოება ეფუძნება დაცულ მომხმარებლებს. ეს კვირეული კი, მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ თანამშრომლობა, გავაუმჯობესოთ კანონმდებლობა და დავიცვათ მოქალაქეების ინტერესები. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომხმარებლები იყვნენ უკეთ ინფორმირებულები, და ჰქონდეთ წვდომა სერვისებზე. ამ პროცესში დიდი როლი ეკისრება მუნიციპალიტეტს, რომელიც უშუალოდ ზრუნავს მოქალაქეთა ინტერესებზე ადგილობრივ დონეზე.

კვირეულის განმავლობაში შეფასდა საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით მიღწეული შედეგები და ის საკითხები, რომლებიც მოითხოვს მეტ კოორდინაციას და ინოვაციურ მიდგომებს.

ჩვენ ვმუშაობთ, რომ ბათუმი იყოს სივრცე, სადაც თითოეულ მოქალაქე დაცულია და შეუძლია უსაფრთხოდ მიიღოს მომსახურება. მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე დავნერგოთ ინიციატივები, რომლებიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას ახალ საფეხურზე აიყვანს. ეს მოიცავს როგორც ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ასევე საკანონმდებლო რეგულაციების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას.

მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზაციას, ექსპერტსა და პარტნიორს, ვინც ამ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას და იმ გარემოს შექმნას, სადაც მომხმარებელთა უფლებები მაქსიმალურად დაცული იქნება.

ვიმედოვნებ, რომ ამ კვირეულის შედეგები რეალურ ცვლილებებში გადაიზრდება, რაც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება“ - არჩილ ჩიქოვანი.