21.09.2026
სიახლე
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
საზეიმო წირვა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ, სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
მსახურებას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი.