07.10.2024
დღის ანგარიში

საბაღე სკამებისა და ფანჩატურის რეკონსტრუქცია ჩატარდა პუშკინის ქ. #35-ში, შავშეთის ქ. #8-ში, 26 მაისისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში.
დაზიანებული ქვაფენილის, ტროტუარის ფილების, ბორდიურებისა და ბოძკინტების შეკეთება-აღდგენა განხორციელდა ლუკა ასათიანის, ზუბალაშვილის, კლდიაშვილის, 26 მაისის რუსთაველის ქუჩებზე.
სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა გრძელდება თამარის დასახლება #18-ის მიმდებარედ.
წყალსაწრეტი მილები და წყალშემკრები ღარები შეკეთდა და გამოიცვალა ბარათაშვილის ქ. #41-სა და ლეონიძის ქ. #6 ა-ში.