10.10.2024
დღის ანგარიში

საბაღე სკამებისა და ფანჩატურის რეკონსტრუქცია-აღდგენა ჩატარდა ი. ჯავახიშვილის ქ. #78/80-ში.
ქალაქის მასშტაბით, დაზიანებული ქვაფენილის, ტროტუარის ფილების, ბორდიურებისა და ბოძკინტების შეკეთება-აღდგენა განხორციელდა.
სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა დასრულდა თამარის დასახლება #18-ის მიმდებარედ.
დაზიანებული სახურავი შეკეთდა და გამოიცვალა გენერალ ა. აბაშიძის ქ. #49/6-ში.
კაუჩუკის საფარის დაგება მიმდინარეობს გენერალ ა. აბაშიძის ქ.#5-ში მდებარე საბავშვო მოედანზე.