22.10.2024
დღის ანგარიში
ფანჩატურისა და საბაღე სკამების რეკონსტრუქცია-აღდგენა ჩატარდა თამარ მეფის გამზირი #7-ში, მემედ კონცელიძის ქ. #9-სა და ბაღის ქ. #76-ში.
სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა გრძელდება აფხაზეთის ქ. #3 ა-ს მიმდებარედ.
დაზიანებული სახურავი შეკეთდა და გამოიცვალა მემედ აბაშიძის ქ. #63-ში.
ქალაქის მასშტაბით, დაზიანებული ქვაფენილის, ტროტუარის ფილების, ბორდიურებისა და ბოძკინტების შეკეთება-აღდგენა განხორციელდა.
კაუჩუკის საფარი დაიგო გენერალ ა. აბაშიძის ქ. #5-ში მდებარე საბავშვო მოედანზე.
წყალშემკრები ღარებისა და წყალსაწრეტი მილების შეკეთება-აღდგენა განხორციელდა ლეონიძის ქ. #6 ა-ში.