03.04.2026
სიახლე
„დინამო ბათუმმა“ თბილისის „სპაერი“ ანგარიშით 4-1 დაამარცხა
„დინამო ბათუმმა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის მეორე საშინაო შეხვედრაში თბილისის „სპაერი“ დამაჯერებელი ანგარიშით 4-1 დაამარცხა.
საფეხბურთო მატჩს ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.