logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
19.09.2026 სიახლე

ძლიერი წვიმის შედეგები ბათუმში


Image

ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო გარკვეული შეფერხებები შეიქმნა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.

ქალაქის მასშტაბით არსებული სანიაღვრე ქსელი და სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს და გამტარუნარიანია.

ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე. ბათუმის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა მობილიზებულია.

დილიდან ამ დრომდე, დატბორვასთან დაკავშირებით, შემოსულია 50-მდე ზარი. მათგან დაახლოებით ნახევარზე რეაგირება უკვე განხორციელდა. 

ამოტუმბვითი სამუშაოები ერთდროულად, სხვადასხვა მისამართზე ხორციელდება და გაგრძელდება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ამის საჭიროება არსებობს.

უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები.

რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, სადაც შესაბამისი სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

წყალმომარაგების მიმართულებით, ამ ეტაპზე, შეფერხება არ ფიქსირდება.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, მარშრუტების ცვლილება გზებზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ხორციელდება. უსაფრთხოების მიზნით, №13 მარშრუტზე მოძრავი ელექტროავტობუსების გადაადგილება დროებით შეჩერებულია.

დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, ბათუმის მერიის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია განიხილავს და დადგენილი წესის შესაბამისად მოხდება ზიანის ანაზღაურდება.