ექსპლუატაციის ამინისტიის მოთხოვნით 74 განაცხადი დარეგისტრირდა

სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული ამინისტიის ფარგლებში 74 განაცხადი დარეგისტრირდა. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება მათგან მხოლოდ 5 ობიექტზე გამოსცა; 13 განაცხადი ამ დრომდე განხილვის პროცესშია; 9-ზე გამოიცა უარის ბრძანება; 47 ობიექტის საქმე კი არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო განუხილველი დარჩა.
მიმდინარე წელს კი ექსპლუატაციის განყოფილებაში შენობა-ნაგებობის მიღების მოთხოვნით 47 განაცხადი შემოვიდა, მათ შორის: 10 ობიექტზე გამოიცა ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება; 3 განხილვის პროცესშია; 27 ობიექტზე გამოიცა უარის ბრძანება; 7 ობიექტის საქმე განუხილველი დარჩა.
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში სამსახურის შექმნიდან დღემდე ექსპლუატაციის მიღების მოთხოვნით სულ 415 განაცხადია რეგისტრირებული, მათ შორის კანონით განსაზღვრული ნორმები 99-მა ობიექტმა დააკმაყოფილა.