ერთად ადაპტაციის გზაზე
ბათუმის №12 საბავშვო ბაღში მშობლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „მულტიდისციპლინური გუნდისა და მშობლების ეფექტიანი თანამშრომლობა ერთად ადაპტაციის გზაზე“
შეხვედრის მიზანი იყო მშობლებსა და მულტიდისციპლინურ გუნდს შორის ეფექტიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაძლიერება, ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა და მისი განვითარების ხელშემწყობი, უსაფრთხო და მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს შექმნა.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
მულტიდისციპლინური გუნდის როლისა და მნიშვნელობის გაცნობა;
მშობლებთან რეგულარული, პოზიტიური და ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა;
ბავშვის ემოციური კეთილდღეობის, სოციალური ურთიერთობების, მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების განვითარება;
თითოეული ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
მშობლებისთვის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, ოჯახისა და მულტიდისციპლინური გუნდის თანამშრომლობის მნიშვნელობის გააზრება;
ინკლუზიური და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
მშობელთა აქტიური ჩართულობისა და აზრთა გაზიარების მიზნით შეხვედრა ინტერაქციული აქტივობებით წარიმართა. აქტივობებმა „მითი თუ რეალობა?“, „საქსოვი ბურთი“ და „მშობლის ხმა მნიშვნელოვანია“ მონაწილეებს საკუთარი შეხედულებების, გამოცდილებისა და დამოკიდებულებების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა მისცა.