ე.წ შანხაის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა
,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე”- აქტიურ ფაზაშია სოციალური სახლის მშენებლობის სამუშაოები ე.წ. „შანხაის დასახლებაში“.
ამ ეტაპისთვის სრულდება ბ კორპუსის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ერთეული 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ბინით დაკმაყოფილდება 129 ოჯახი. კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა სპორტული მოედანი და საპარკინგე სივრცე. პროექტის ღირებულება 32 477 014,55 ლარს შეადგენს. დასრულების ვადად განსაზღვრულია 2027 წელი. პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” 4 წლიანია და ჯამური ბიუჯეტი 100 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ითვალისწინებს 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. პროგრამის ფარგლებში, საჭიროების მქონე ყველა პირს ეტაპობრივად გადაეცემა ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა.