ფრიდონ ხალვაშის გამზირზე რეკრეაციული სივრცის მშენებლობა მიმდინარეობს

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, 10 000 კვმ-ზე, რეკრეაციული სივრცის მშენებლობა მიმდინარეობს. შედეგად, აქ მცხოვრები 1500-ზე მეტი ოჯახისთვის შეიქმნება ახალი დასასვენებელი გარემო.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა. სკვერში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, რეაბილიტირდება არსებული განათების სისტემა და დამონტაჟდება დეკორატიული სანათები, ასევე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები.
პროექტი მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე დასრულდება, რისთვისაც 2 მილიონ 800 ათას ლარამდე დაიხარჯება.
ფრიდონ ხალვაშის გამზირის #320-ის მიმდებარედ უკვე დასრულდა სკვერის მოწყობა, სადაც განთავსდა ატრაქციონები, ტრენაჟორები, ფანჩატურები და საბაღე ინვენტარი. დაიგო დეკორატიული ფილები, მწვანე კორდი და დამონტაჟდა გარეგანათების სიტემა - ვიდეორგოლი