08.11.2024
გ. შარვაშიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობა დასრულდა
ადლიის დასახლებაში, გ. შარვაშიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობა დასრულდა.
აბონენტების წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად განხორციელდა აღნიშნული ქსელის გარეცხვითი სამუშაოები.
ამავე სამუშაოების ფარგლებში წყალმომარაგების ცენტრალიზებულ ახალ სისტემაზე დავით კაკაბაძის ქუჩაზე არსებული ქსელის გადართვა განხორციელდა, რაც ასევე ითვალისწინებს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მოწყობას.
აღსანიშნავია, რომ გაუქმდა წყალმომარაგების ძველი სისტემის ამორტიზებული მილი.