11.02.2025
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები 4000 კვმ-ზე განხორციელდა. სკვერში მოეწყო საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი სივრცეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გალაკტიონ ტაბიძის ძეგლსა და კვარცხლბეკს. ასევე სრულად განახლდა განათების სისტემა, განთავსდა საპარკო ინფრასტრუქტურა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. პროექტის ღირებულებამ 650 ათასი ლარი შეადგინა.
ამ ეტაპზე ბათუმში 4 სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო წლის ბოლომდე ჯამში 20 სკვერის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება.
ბათუმისთვის, როგორც მწვანე ქალაქისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი რეკრეაციული სივრცის არსებობა და ამ მიმართულებით ბათუმის მერია აქტიურად მუშაობს.
ვიდეორგოლი