logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
20.10.2026 სიახლე

Galt & Taggart-ის კონფერენცია აჭარის ეკონომიკისა და საინვესტიციო პერსპექტივების შესახებ


Image

საინვესტიციო და ეკონომიკური ტენდენციების განხილვის მიზნით, Galt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და რეგიონის წამყვანი სექტორების განვითარების პერსპექტივების შესახებ კონფერენცია გამართა.

კონფერენციას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში მოქმედი კომპანიების დამფუძნებლები და ხელმძღვანელები.

ღონისძიების ფარგლებში ყურადღება დაეთმო რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს, ბიზნესგარემოსა და იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც აჭარის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

შეხვედრამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, გასცნობოდნენ რეგიონის ეკონომიკურ ტენდენციებს, განეხილათ სექტორების წინაშე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები და ემსჯელათ სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავებას, ეკონომიკური ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენას.