logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
20.04.2026 სიახლე

განცხადება 26 მაისის ქუჩაზე 355 მმ დიამეტრი მილის ავარიულად დაზიანებასთან დაკავშირებით


Image

26 მაისის ქუჩაზე ავარიულად დაზიანდა 355 მმ დიამეტრის მილი. წყლის ამოხეთქვის შედეგად დაზიანების ადგილზე მიწის მასა ჩაიშალა, რამაც იქ მდგომი ავტომობილის ჩავარდნა გამოიწვია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობილის დაზიანების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომპანია „ბათუმის წყალი“ ზარალს აანაზღაურებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები. დაზიანების შედეგად წყალმომარაგება არ შეზღუდულა.

პირველადი ინფორმაციით, ფაქტი არ უკავშირდება 26 მაისის ქუჩაზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რეაბილიტაცია არ მოიცავდა წყალმომარაგების მილების განახლებას. დაზიანების გამომწვევ საბოლოო მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.