logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
09.04.2026 სიახლე

განცხადება სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით


Image

სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე არ არის წარმოდგენილი ისტორიული მოვლენების აღწერა და მისი განთავსება არ ყოფილა შეთანხმებული მემორიალის ავტორთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ 9 აპრილის გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალთან განთავსდა ცალკე მდგომი საინფორმაციო დაფა, რომლის ფორმატი ითვალისწინებდა დაღუპულთა სახელებისა და გვარების დატანას და არა ისტორიული მოვლენების აღწერას.

ახალი დაფა კონსტრუქციულად არ ეხება არსებულ მემორიალს და წარმოადგენს დამოუკიდებელ ელემენტს. შესაბამისად, ის არ ცვლის უკვე არსებულ კომპოზიციასა და კონცეფციას და არ საჭიროებდა მემორიალის ავტორთან დამატებით შეთანხმებას.