18.07.2025
სიახლე
გაცნობითი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულ ფუად აზიზოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ურთიერთობებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს.