ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. ღონისძიებას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე დაესწრო.
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაჯილდოებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.