ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი

12 მაისს 19:00 საათზე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი „გადარჩენისთვის“ გაიმართება.
2018 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დააწესა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, ხოლო საქართველოს მთავრობამ 12 მაისი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა, შესაბამისად, ეს დღე გარდა რელიგიურისა, კულტურული და სახელმწიფოებრივი ღირებულების მქონეცაა.
ფესტივალში მონაწილეობენ:
• მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მგალობელთა გუნდი;
• ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ეთნომუსიკის თეატრი "მთიები";
• ბათუმის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სალოტბარო სკოლა;
• ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭახელაში არსებული მალაყმაძეების ფოლკლორული ოჯახი;
• სოფო ხალვაში.