გიორგი მურვანიძე მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდა

"მერის მოვალეობის შესრულების დაწყებისთანავე აქტიური კომუნიკაცია დავამყარე მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან.
პირველივე დღეებიდან მნიშვნელოვნად მივიჩნიე უშუალო დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ მუნიციპალური ფუნქციების შესრულებას.
შესაბამის უწყებებში სამუშაო ვიზიტების ფარგლებში, პირადად ვეცნობი სტრუქტურების საქმიანობის სპეციფიკას, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის უშუალო კომუნიკაცია მნიშვნელოვან ინფორმაციას მაძლევს მუნიციპალიტეტის შიდა პროცესების შესახებ და ხაზს უსვამ იმას, რომ ჩვენი სამომავლო ნაბიჯები მეტად მიზნობრივი, ეფექტური და არსებულ რეალობაზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს"-ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე