logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
10.07.2025

გიორგი მურვანიძემ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს უმასპინძლა


Image

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყნას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ნარინე მატოსიანი.