გიორგი ცაბაძის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
გიორგი ცაბაძის ქუჩაზე (ყოფილი გოგოლის ქუჩა) საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით, 27 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება სევერიანე აჭარელის ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.
სამუშაოების განახლება გულისხმობს სავალი ნაწილის მოასფალტებასა და სანიაღვრე ჭების ნიშნულზე მოყვანას. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთში, უკვე სრულად შეიცვალა სანიაღვრე სისტემა და გარეგანათების ქსელი, მოეწყო ტროტუარები და ბორდიურები.
შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა:
№1 სამარშრუტო ხაზი - ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, სვიშევსკის ქუჩა. უკუმიმართულება - სვიშევსკის ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, შავშეთის ქუჩა, წერეთლის ქუჩა.
№8 სამარშრუტო ხაზი - წერეთლის ქუჩა, შავშეთის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა. უკუმიმართულება - ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა.
№15 სამარშრუტო ხაზი - ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, ქათამაძის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.
№19 სამარშრუტო ხაზი - წერეთლის ქუჩა, შავშეთის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.
ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.