logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
29.10.2025

გიორგი ცინცაძე დღეიდან ოფიციალურად შეუდგა ბათუმის მერის უფლებამოსილების შესრულებას


Image

„დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ბათუმის მერის უფლებამოსილების შესრულებას.

სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რაც ხალხის მიერ არჩეულ მერს ეკისრება. მადლობა თითოეულ ბათუმელს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ბათუმის მერიის გუნდთან ერთად, გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც ბათუმელების კეთილდღეობაზე და ჩვენი ქალაქის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

მოსახლეობასთან მექნება უწყვეტი და ღია კომუნიკაცია, რათა თითოეული გადაწყვეტილება ემყარებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებსა და ინტერესებს.

ყოველდღიური შრომითა და ძალისხმევით, ერთად შევქმნით ბათუმის უკეთეს მომავალს“ - ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე.