logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
17.04.2026 სიახლე

გიორგი ცინცაძე ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია სახელწოდებით „შავიზღვისპირეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა-რეალობა და პერსპექტივები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას, დარგის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი ცოდნის განვითარებას.

ღონისძიების ფარგლებში ლაზური ნავის - „ფელუკას“ ერთადერთ ოსტატს და „ცოცხალი საუნჯის“ სტატუსის მატარებელ მირიან ნუმანიშვილს ლაზური ნავის სამშენებლო ტრადიციების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისათვის სიგელი და ჯილდო გადაეცა.