09.04.2026
სიახლე
გიორგი ცინცაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან სულხან თამაზაშვილთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ასევე, აჭარის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.