logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
18.04.2026 სიახლე

გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება


Image

გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება.

გზის სავალი ნაწილის კეთილმოწყობა სანაპიროს მხარეს არსებულ ზოლში უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში ქვაფენილი ჩანაცვლდა ასფალტის საფარით, განხორციელდა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები, განახლდა გარეგანათების სისტემა.

დღეიდან სამუშაოები მეორე ზოლში გადაინაცვლებს, შესაბამისად სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ საავტომობილო ზოლში.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით ორმხრივი მოძრაობა იქნება დაშვებული გოგებაშვილის ქუჩის უკვე რეაბილიტირებულ ნაწილში.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, 19 აპრილიდან გოგებაშვილის ქუჩაზე მოძრავი №1ა, №10, №10ა და №15 მუნიციპალური ავტობუსები გადაადგილდებიან ბაქოს ქუჩიდან გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩების გავლით ხიმშიაშვილის ქუჩისკენ. უკუმიმართულებით - №10, №10ა და №15 მარშრუტებისთვის მოძრაობა უცვლელი რჩება და გადაადგილდებიან რუსთაველის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩების გავლით.

გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.