31.10.2024
გოგოლის ქუჩის კეთილმოწყობა

- დაიწყო გოგოლის ქუჩის (სერგი მესხის ქუჩის კვეთიდან ნ. გოგოლის და წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის ქუჩის კვეთამდე) კეთილმოწყობის სამუშაოები, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები. ღონისძიების განხორციელებისთვის 6 618 714,45 ლარი არის გამოყოფილი , რაც ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის, მოაჯირებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობას, დაეგება დეკორატიული ფილები და მწვანე კორდი, ასევე მოეწყობა 4ც. მოსაცდელი. სამუშაოების დასრულების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 30 აგვისტო.