logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
28.03.2026 სიახლე

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის ტექნოპარკში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

„25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, გამოვლინდა 6 გამარჯვებული ტექნოლოგიური სტარტაპი აჭარიდან.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ავთანდილ კასრაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბათუმის ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა. ასევე, გაეცნო თანამედროვე ტექნოლოგიურ რესურსებსა და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც მიმდინარე წელს იგეგმება.