12.03.2025
სიახლე
კახაბრის ქუჩაზე ახალი სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა
„კახაბრის ქუჩაზე ახალი სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა დავასრულეთ.
პროექტის ფარგლებში, სკვერში განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები და საბაღე ინვენტარი, მოეწყო სრულიად ახალი განათების სისტემა. სამუშაოების ღირებულება 836 ათას ლარს აღემატება.
მულტიფუნქციური სივრცე განკუთვნილია როგორც ბავშვებისათვის, ასევე უფროსი თაობის ადამიანების კომფორტული დასვენებისათვის.
მეტი მწვანე სივრცის არსებობა ჩვენს ქალაქში მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ, რათა უფრო მეტად ჯანსაღი და სასიამოვნო გარემო შევქმნათ ჩვენი მოსახლეობისათვის და ქალაქის სტუმრებისათვის“ - არჩილ ჩიქოვანი.