logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
09.07.2025

კახაბრის ქუჩაზე სკვერების მშენებლობა მიმდინარეობს


Image

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე კახაბრის ქუჩაზე სკვერების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია კახაბრის ქუჩა N28-ში მდებარე სკვერში, სადაც მოეწყო ბორდიური, მწვანე კორდი, გარეგანათების ბოძები, დამონტაჟდა ატრაქციონი და ტრენაჟორები. უახლოეს პერიოდში განხორციელდება კაუჩუკის საფარის მოწყობა და ასფალტის საფარის დაგება.

ასევე, დასრულების ეტაპზეა სკვერის მოწყობა კახაბრის ქუჩა N32-ში. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა სანიაღვრე ჭებისა და მილების მოწყობა, გარკვეულ მონაკვეთებზე დაისხა ბეტონის საფარი, სადაც დამონტაჟდა ტრენაჟორი და ატრაქციონი. იგეგმება დამატებით კიდევ ერთი ატრაქციონის განთავსება. ამ დროისათვის მიმდინარეობს ბორდიურის მოწყობა და დარჩენილია კაუჩუკისა და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.

ორივე მისამართზე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის აგვისტო.
ვიდეორგოლი