logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
14.07.2025

ხახულის მე-2 შესახვევის სარეაბილიტაციო სამუშაოები


Image

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ხახულის მე-2 შესახვევის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტი ხახულის ქუჩიდან მამია ვარშანიძის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც მდინარე ხახულის 950 მეტრ მონაკვეთზე განხორციელდება ნაპირსამაგრი კედლებისა და 23 ხიდის მშენებლობა, სანიაღვრე და გარეგანათების სისტემების სრული განახლება, საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს პირველი ხიდის მშენებლობა და ნაპირსამაგრი კედლების ამოყვანა.

სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 16 მილიონ ლარს აღემატება, 2026 წლის მაისის ბოლოს დასრულდება.