21.03.2025
კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორივე მხარე მცენარეთა კოლექციების ინვენტარიზაციის და მართვის, მცენარეთა გაცვლა-გაჩუქების, პარკების მოვლა-პატრონობის, ტერიტორიის ლანდშაფტური მოწყობის, აგროტექნიკური საქმიანობის და მარკეტინგული ღონისძიებების საკითხების შესახებ ითანამშრომლებენ.