logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
16.07.2025

კონფერენცია აჭარის რეგიონის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება.


Image

2025 წლის 16-17 ივლისს, ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ორგანიზებით, გაიმართა მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა აჭარის რეგიონის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

🎓 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.

🔹 შეხვედრა გახსნა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ბატონმა დავით დიასამიძემ.

✨ მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ:

• ნინო ხითარიშვილი – ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

• მარიამ გოგინაშვილი – სამსახურის მოადგილე

📌 შეხვედრის მთავარი თემა იყო მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფოს როლი და ჩართულობა სკოლამდელი განათლების ავტორიზაციის პროცესში.

🫱🏻‍🫲🏼 შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა:

• ავტორიზაციის პროცესების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა

• მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის გზების განსაზღვრა

• სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტების შემუშავება

🤝 აღნიშნული ღონისძიება დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმას წარმოადგენს, რაც უწყებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, კოორდინირებულად იმუშაონ ადრეული განათლების სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად.