logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
29.06.2025

კონფერენცია - „მომავლის პროფესიები და ციფრული ერა“


Image

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას - „მომავლის პროფესიები და ციფრული ერა“ დაესწრო.

კონფერენციას, რომელსაც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 150 ახალგაზრდა დაესწრო, უძღვებოდა ზვიად გაბისონია - ექსპერტი ციფრული განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში.

ღონისძიების მიზანს, ახალგაზრდების კარიერული განვითარების მხარდაჭერა, მათი მოტივაცია და ინოვაციური პროფესიების შესახებ ინფორმირება წარმოადგენდა.