logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
24.11.2026 სიახლე

კონფერენცია რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობებზე


Image

ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“ გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას ნუკრი დეკანაძემ ისაუბრა ბათუმისთვის მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების, ისტორიული მწვანე სივრცეების შენარჩუნებისა და ახალი, თანამედროვე და ხელმისაწვდომი რეკრეაციული სივრცეების შექმნის მნიშვნელობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, ფინეთიდან და თურქეთიდან. თემატური პრეზენტაციით წარსდგა ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური, რომელმაც ბათუმის მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მართვის საკითხებზე ისაუბრა.

კონფერენციის მეორე დღე პრაქტიკულ ვორქშოფს დაეთმო.