logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
10.05.2026 სიახლე

კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ჩემპიონატი საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან, ევროპის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტ რემიგიუშ კარპინსკისთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად გახსნა.

ევროპირველობაზე საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა გუნდებმა ასპარეზობა ჯამში 15 მედლით დაასრულეს.

დღეს საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს კონტაქტური კარატეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ასპარეზობა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

საქართველომ კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მესამედ, ბათუმმა კი, პირველად უმასპინძლა. ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა, 9 და 10 მაისს გაიმართა.