30.06.2025
კურიკულუმის დანერგვის ტრენინგი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროს აღმზრდელებს კურიკულუმის დანერგვის ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგი გულისხმობს:
ბავშვის ბუნებრივი სწავლის ფორმის გააზრებას;
უფროსი აღმზრდელის უნარების განვითარებას;
ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის წახალისებას;
შეფასებისა და დაკვირვების გაუმჯობესებას;
თანამშრომლობის უნარების გაძლიერებას.
ტრენინგი, მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრის ტრენერმა, მანანა ჩქარეულმა ჩაატარა.