logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
30.09.2024

მ. ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები


Image

აქტიურად მიმდინარეობს მ. ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები ალ. სულაბერიძისა და მ. ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან ფრ. ხალვაშის გამზირამდე მონაკვეთში.
 

პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა სანიაღვრე სისტემის ბორდიურებისა და გარეგანათების მოწყობა ფრ. ხალვაშის გამზირისა და ზედაღელის ქუჩას შორის მონაკვეთში, ხოლო ასფალტის საფარი დაიგო ფრ. ხალვაშის გამზირიდან ამავე ქუჩის მეორე შესახვევამდე.
 

ხახულის არხზე სრულად მოეწყო ნაპირსამაგრი კედლები და აშენდა 15 ხიდი.
 

ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვის ლოჯისტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან განტვირთავს ცენტრალურ და იმ გზაგამტარ ქუჩებს, რომლებიც გამოწვევას წარმოადგენს ბათუმისთვის. როგორც მერმა აღნიშნა, ეს იყო იმ მოსახლეობის ძალიან დიდი ხნის თხოვნა, რომელიც მამია ვარშანიძის ქუჩით სარგებლობს.
 

სამუშაოები 2026 წლის მარტში დასრულდება.
 

პროექტის სრული ღირებულება 31 მილიონ ლარს შეადგენს.
 

სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე გაეცნო - ვიდეორგოლი