07.09.2026
სიახლე
მახვილაურის დასახლებაში უხვი ნალექის შედეგად ჩამოშლილი საავტომობილო გზის ფერდსამაგრი კედლების მოწყობა ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, მახვილაურის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო გზის ფერდები ჩამოიშალა.
ადგილზე დაავათვალიერეს არსებული მდგომარეობა.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო გადაუდებელი სამუშაოების ფარგლებში, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, დაიწყება ფერდსამაგრი კედლების მოწყობა.
აღნიშნული გზით 30-მდე ოჯახი ყოველდღიურად სარგებლობს. სამუშაოები დროულად განხორციელდება, რათა მოსახლეობას უმოკლეს ვადაში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს.