05.05.2025
მებაღე თენგიზ ტუღუში

პროფესიით მებაღე, 70 წლის თენგიზ ტუღუში ბათუმის გამწვანებისა დალანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში დაარსებიდან მუშაობს.
ქალაქს 14 წელია ემსახურება და გულმოდგინედ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
გამოირჩევა დაუღალავი შრომითა და შემართებით.
ყოველდღიურად ხე-მცენარეების დარგვით, დეკორატიული გასხვლა-ფორმირებით და მოვლით არის დაკავებული.
"ბათუმობა 2025"-ის ფარგლებში თენგიზ ტუღუში, ქალაქის გამწვანებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა და საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა.