25.11.2025
სიახლე
მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო
მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო. შეხვედრები დღეს ბაგრატიონი 1-ის, ბაგრატიონი 2-ის, თამარისა და ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებზე დაინტერესებულ პირებს აქვთ საშუალება გაეცნონ ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები, რაც გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის პროექტის კორექტირებისას.
საჯარო განხილვების მიზანია ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა და მათი საჭიროებების გათვალისწინება.
• ბიუჯეტის პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://shorturl.at/ieO64
• საჯარო განხილვების გრაფიკი - https://shorturl.at/DLoWn