logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
19.11.2026 სიახლე

მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო


Image

მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო. 

შეხვედრები დღეს მწვანე კონცხის, თამარის, ბონი-გოროდოკისა და ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეულები მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებზე დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები.

საჯარო განხილვების მიზანია ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა და მათი საჭიროებების გათვალისწინება.

• ბიუჯეტის პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://batumi.gov.ge/budget

• საჯარო განხილვების გრაფიკი - https://shorturl.at/2XU66