31.07.2026
სიახლე
მიმდინარე სამუშაოები
მიმდინარე კვირაში გამწვანების სამსახურის მიერ ქალაქის ტერიტორიაზე შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:
ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე მცენარეები დაირგო.
აეროპორტის გზატკეცილის, ლორიას, ჭავჭავაძის, პუშკინის, გრიბოედოვისა და ხიმშიაშვილის ქუჩებზე მოწესრიგდა ეზოები, მწვანე სივრცეები, სკვერები და საყვავილე კლუმბები.
ხიმშიაშვილისა და ასათიანის ქუჩებზე კორდი დაიგო.
შარტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში განხორციელდა ხე-მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირების სამუშაოები.
40-მდე მისამართზე გაიცელა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები, ტროტუარები და გზაგამყოფები...