logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
23.04.2025

მიმდინარეობს #6, #10 და #16 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია


Image

„ენერგოეფექტურობის გარდაქმნის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს #6, #10 და #16 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.

დღეს ვიმყოფებოდით #16 საბავშვო ბაღში, სადაც ხორციელდება გარე ფასადის მოწესრიგებისა და შენობის შიდა ნაწილის გამაგრების სამუშაოები.

დამატებით მიმდინარეობს 3 ახალი ბაღის მშენებლობა, რომლებიც მიმდინარე წელს შევა ექსპლუატაციაში.

საერთო ჯამში, ქალაქის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გვექნება განახლებული საბაღე ინფრასტრუქტურა და ახალი საბავშვო ბაღები, რომლებიც ხანგრძლივად მოემსახურება ჩვენი ქალაქის სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებს“ - ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.
ვიდეორგოლი