28.06.2025
სიახლე
მიმდინარეობს მიხეილ ლერმონტოვისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა
აქტიურად მიმდინარეობს მიხეილ ლერმონტოვისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა.
პროექტი გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების, ასფალტის საფარის, საფეხმავლო ბილიკებისა და გარეგანათების სისტემის მოწყობას.
სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
პროექტის ღირებულება 1,5 მილიონამდე ლარს შეადგენს.
გარდა აღნიშნული მონაკვეთისა, ბათუმში პარალელურად 4 ახალი გზის მშენებლობა ხორციელდება.
ვიდეორგოლი