მომხმარებელთა დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირეული
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც ბათუმში გაიმართა.
შეხვედრაზე მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებმა, უცხოელმა ექსპერტებმა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე.
მომხმარებლის უფლებების დაცვა თანამედროვე და სამართლიანი ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სახელმწიფო უწყებებს, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.