04.06.2025
მოქალაქეთა მიღება

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე მოქალაქეთა მიღებას განაგრძობს.
მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველკვირეულად გაიმართება, სადაც მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად, მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის ჩასანიშნად დარეკეთ ნომერზე - 0422 27 01 19.