logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
25.03.2026 სიახლე

მოსახლეობასთან შეხვედრა


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვედრებს განაგრძობს.

შეხვედრები გაიმართა სამრეწველო და ხიმშიაშვილის სერვისცენტრებში, სადაც განიხილეს და იმსჯელეს მოქალაქეებისთვის აქტუალურ საკითხებზე და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებზე.

აღნიშნული ფორმატის შეხვედრები უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ხელს უწყობს ადგილობრივი გამოწვევების უფრო მიზნობრივ და თანმიმდევრულ გადაწყვეტას.